რატომ უთხრა უარი კლოპმა "რეალს"?!

13-10-2019, 20:47

რამდენიმე წლის წინ, როდესაც იურგენ კლოპმა დორტმუნდის "ბორუსია" დატოვა, არსებობდა შანსი იმისა, რომ ის მადრიდის "რეალში" გადასულიყო, რაზეც უარი თავად გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა.

აღნიშნული ფაქტი მერსისაიდული "ლივერპულის" ლეგენდამ, ბობი ფაულერმა გაიხსენა.

"როდესაც მან დორტმუნდი დატოვა, ჩვენს შორის საუბარი შედგა და მითხრა, რომ რამდენიმე გუნდს სურდა მისი გადაბირება."

"ერთ-ერთი პირველი ვინც მას დაუკავშირდა, "რეალი" იყო. თუმცა, როგორც თავად მითხრა, იქ არასდროს წავიდოდა, რადგან არ მოსწორდა ამ გუნდის სტილი, ყურადღება მხოლოდ კომერციულ საქმიანობაზე."

"მან ასევე მითხრა, რომ "ლივერპული" მისი ისტორიისა და ფანების გამო აირჩია." - აცხადებს ფაულერი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით