ბერბატოვი: "დროა კეინმა წასვლაზე იფიქროს"

13-10-2019, 20:55

ლონდონის "ტოტენჰემის" ბოლოდროინდელი ფორმიდან გამომდინარე დაიწყო საუბრები იმის შესახებ, რომ გუნდს ლიდერები დატოვებენ.

"დეზების" ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა ჰარი კეინის ირგვლივ ატეხლი სატრანსფერო აჟიოტაჟზე ისაუბრა.

"ჰარის გოლები გააქვს, მაგრამ "სპურსი" მაინც აგებს. ეს რთული სიტუაციაა, რომელშიც თავის დროზე მეც ვიყავი."

"ახლა ის ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ იმ შედეგებს ვერ მიიღებს რასაც ელის? ის ცუდ ხასიათზე დადგება."

"ვფიქრობ, დროა მან თავის თავს დაუსვას კითხვა, სურს რომ მთელი კარიერა "ტოტენჰემს" მიუძღვნას? ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, თუ ახალი კლუბის ძიებას დაიწყებს." - აცხადებს ბერბატოვი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით