ჟორჟინიოს აგენტი იტალიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს

13-10-2019, 20:59

ლონდონის "ჩელსის" ცენტრალური ნახევარმცველის, ჟორჟინიოს აგენტის განცხადებით, მისი კლიენტი შესაძლოა კვლავ სერია ა-ში დაბრუნდეს.

"გასული წელი ძალიან კარგი იყო მისთვის, ისევე როგორც მიმდინარე წელი. ის ნაკრებშიც და კლუბშიც შეუცვლელი ფიგურაა."

"ინგლისში, იტალიისგან განსხვავებული, სრულიად სხვანაირ ფეხბურთს თამაშობენ, რის გამოც თავდაპირველად შეჩვევა გაუჭირდა. თუმცა, ახლა ყველაფერი კარგადაა."

"მას მოსწონს ლონდონში თამაში და უკვე გუნდის ვიცე კაპიტანიცაა. თუმცა, ფეხბურთი მოულოდნელობებითაა აღსავსე. არ გამოვრიცხავ, რომ ერთ დღესაც ჟორჟინიო სერია ა-ში დაბრუნდეს." - აცხადებს ფეხბურთელის აგენტი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით