"რეალი" მბაპეს ტრანსფერს მიუბრუნდა

13-10-2019, 23:59

მადრიდის "რეალმა" მომავალი წლისთვის ახალ ტრანსფერებზე მუშაობა უკვე დაიწყო.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, "სამეფო კლუბის" მთავარი სამიზნე 2020 წლის ზაფხულში ახალგაზრდა ფრანგი თავდამსხმელი, კილიან მბაპე იქნება.

წყაროს ცნობით, ფლორენტინო პერესი მზადაა 20 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო გადაიხადოს და სურვილის შემთხვევაში გარეთ ბეილიც დათმოს.

შეგახსენებთ, რომ უკვე, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია კრისტიან ერიქსენის ესპანეთის დედაქალაქში გადაბარგება. დიდი ალბათობით, მბაპე რიგით მეორე ტრანსფერი იქნება მომავალ წელს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით