"ბარსელონას" რომელ ვარსკვლავს შესთავაზა რონალდუმ "იუვენტუსში" ტრანსფერი ?!

14-10-2019, 01:36

კატალონიის "ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი, მის მომავალზე საუბრობს:

"ცხადია უკვე კარგადაა ცნობილი, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გუნდში არსებული მდგომარეობისა და ჩემი სათამაშო დროის გათვალისწინებით, კლუბის დატოვება მსურდა."

"სწორედ ამ პერიოდში, კრიშტიანუ რონალდუ დამიკავშირდა, რომელმაც "იუვენტუსში" გადასვლა შემომთავაზა, თუმცა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, "ბარსელონასა" და იტალიურ გრანდს შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა."

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანა" ზემოთ ხსენებულ ფეხბურთელს, 50 მილიონ ევროდ აფასებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით