"ტოტენჰემი" ბრუნო ფერნანდეშს არ ეშვება !

14-10-2019, 01:43

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ტოტენჰემი", დანიელი ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის შემცვლელის ძიების საქმეს განაგრძობს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური გრანდის სატრანსფერო რადარზე ბოლო დროს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა ლისაბონის "სპორტინგის" პორტუგალიელი შუახაზელი, ბრუნო ფერნანდეში.

ცნობების მიხედვით, "ტოტენჰემი" მზადაა 25 წლის ფეხბურთლის სანაცვლოდ, 75 მილიონი ევრო გაიმეტოს.

შეგახსენებთ, რომ ერიქსენს ახლა ყველაზე მეტად, მადრიდის "რეალში" ტრანსფერს უწინასწარმეტყველებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით