გარეთ ბეილი: "ტრავმა არ მიმიღია"

14-10-2019, 11:35

მადრიდის "რეალის" უელსელი თავდამსხმელი, გარეთ ბეილი, სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაზე საუბრობს:

"ამ მხრივ სანაკრებო შესვენებები საკმაოდ სახიფათოა, რადგანაც მოულოდნელად შესაძლოა ისეთი ტრავმა მიიღო, რომლის გამოც მთლიანი სეზონის გამოტოვება მოგიწიოს."

"საბედნიეროდ მუხლზე გარკვეული დისკომოფორტის მიუხედავად, ტრავმა არ მიმიღია."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ შემტევს, სლოვაკეთთან დაპირისპირებაში, დაზიანების გამო, მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით