ობამეიანგი "არსენალთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას უახლოვდება !

14-10-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "არსენალის" გაბონელი თავდამსხმელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, მის გუნდთან ერთად კონტრაქტის გახანგრძლივებას უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური გრანდის მიერ მომზადებული ხელშეკრულება, 30 წლის შემტევის ლონდონში კიდევ მიმინუმ 4 წლით, ანუ 2022/23 წლების სეზონის ბოლომდე დარჩენას ითვალისწინებს.

ცნობების მიხედვით, ამ პერიოდის განმავლობაში ობამეიანგის კვირეული ანაზღაურება, 275 000 გირვანქა იქნება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით