იანიკ კარასკო "არსენალში" ?!

14-10-2019, 13:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ჩინური "დალიან იფანგის" ბელგიელი თავდამსხმელი, იანიკ კარასკო, ევროპაში დაბრუნებას უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის ფეხბურთელის გადაბირების სურვილი ბოლო დროს ყველაზე მეტად, უნაი ემერის ხელმძღვანელობის ლონდონის "არსენალმა" გამოამჟღავნა.

ცნობების მიხედვით, "მეთოფეები" მზად არიან კარასკოს სანაცვლოდ, 45 მილიონი გირვანქა გაიმეტონ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა მოთამაშე ჩინეთში, 2018 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მადრიდის "ატლეტიკოდან" გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით