მანჩინი ბუფონისა და დე როსის დაბრუნებას არ გამორიცხავს

14-10-2019, 19:15

იტალიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში შესაძლოა, ლეგენდარული ფეხბურთელები დაბრუნდნენ.

"სკუადრა აძურას" მთავარი მწვრთნელის, რობერტო მანჩინის განცხადებით, ის ბუფონისა და დე როსის დაბრუნებას არ გამორიცხავს.

"2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიდან მხოლოდ 2 ფეხბურთელია შემორჩენილი, რომელიც ახლაც აქტიურ ფეხბურთს თამაშობს."

"ვფიქრობ, თუ შესაძლებლობა იქნება, მათი დაბრუნება მართლაც ძალიან სასიამოვნო იქნებოდა." - აცხადებს მანჩინი.

შეგახსენებთ, რომ ბუფონი და დე როსი იტალიის ნაკრების შემადგენლობაში 2017 წლიდან აღარ ასპარეზობენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით