სანჩესი 2-3 თვეს გამოტოვებს

14-10-2019, 19:18

მილანის "ინტერის" ჩილელი გარემარბი, ალექსის სანჩესი ტრავმის გამო 2-3 თვეს გამოტოვებს.

სანაკრებო მატჩის დროს, როდესაც ჩილე კოლუმბიის ეროვნულ გუნდს ეთამაშებოდა, 30 წლის ფეხბურთელმა დაზიანება მიიღო.

როგორც ნაკრების მთავარი მწვრთნელი აცხადებს, სანჩესის ტრავმა საკმაოდ სერიოზულია და დიდი ალბათობით, მას ოპერაციაც ჩაუტარდება.

შეგახსენებთ, რომ სანჩესი "ნერაძურის" გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა იჯარის წესით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით