ჟირუ: "ვთვლი რომ ის არასწორია"

14-10-2019, 19:57

ლონდონის "ჩელსის" ფრანგმა შემტევმა ოლივიე ჟირუმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გუნდში საკუთარი როლის შესახებ უკმაყოფილება გამოთქვა.

"გასაკვირი არ იქენბა თუ ვიტყვი, რომ ლამპარდის გადაწყვეტილებას ვერ ვეგუები, მაგრამ, ამის მიუხედავად, მწვრთნელს პატივს ვცემ და შესაბამისად, არ გავაკრიტიკებ".

"მოედანზე ჩემი ფასი ძალიან კარგად ვიცი. გასულ წელს, როდესაც ვიგრძენი, რომ მეტ სათამაშო დროს ვიმსახურებდი, მწვრთნელს ვთხოვე, რომ სიტუაცია აეხსნა",- განაცხადა ჟირუმ.

33 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში "ჩელსის" მაისურით 5 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

ფრანგ თავდამსხმელს ამ სეზონში ლონდონური გუნდის მაისურით მოედანზე 191 წუთი აქვს გატარებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით