ოფიციალურად: რუდი გარსია ფრანგული კლუბის თავკაცია

14-10-2019, 20:24

როგორც "ლიონის" ოფიციალური გვერდი იუწყება, ფრანგული კლუბის მთავარ მწვრთნელად რუდი გარსია დანიშნა.

55 წლის ფრანგმა სპეციალისტმა გუნდში სილვინიო შეცვალა. სილვინიოსთან ერთად "ლიონმა" ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებული 9 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო და 9 ქულით მე-14 ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რუდი გარსიას ლიგა 1-ში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 2010-2011 წლებში მან "ლილთან" ერთად ლიგა 1 მოიგო.

2017-2018 წლებში "მარსელი" ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა. რუდი გარსია ლიგა 1-ის სეზონის საუკეთესო მწვრთნელად 3-ჯერ (2011, 2013, 2014) დასახელდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით