Marca-მ "რეალის" მთავარი სამიზნე დაასახელა

14-10-2019, 21:21

გავლენიანმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ნაპოლის" ნახევარმცველი, ფაბიან რუისი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, შესაძლოა, სამშობლოში დაბრუნდეს.

წყაროს ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელი მადრიდის "რეალის" სამიზნეა. მოგეხსენებათ, მადრიდელები რუისის გადაბირებას აქამდეც ცდილობდნენ, თუმცა "ნაპოლიმ" ნახევარმცველის 45 მილიონ ევროდ გაშვებაზე უარი თქვა.

აქვე გეტყვით, რომ რუისით კატალონიის "ბარსელონაც" ინტერესდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით