არსენ ვენგერი კარიერის საიდუმლოებების გასაჯაროვებას გეგმავს !

15-10-2019, 01:44

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "არსენალის" ლეგენდარული მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი, მისი კარიერის საიდუმლოებების გასაჯაროვებას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგი სპეციალისტი 2020 წელს, ავტობიოგრაფიის გამოცემას გეგმავს, სადაც "არსენალში" გატარებული პერიოდი, დეტალურად აქვს აღწერილი.

ცნობების მიხედვით, ვენგერი აქცენტს ყველაზე მეტად, ლონდონური კლუბის რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა თავკაცმა "მეთოფეთა" რიგები, 2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით