კრიშტიანუ რონალდუმ ახალი რეკორდი დაამყარა !

15-10-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 34 წლის თავდამსხმელი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 21-ე საუკუნეში, კარიერაში 700 გოლის გატანა მოახერხა.

რონალდუმ ამ გასაოცარი შედეგის დაფიქსირება, უკრაინის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, პორტუგალიის მაისურით შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, კრიშტიანუს ნაკრების მარცხით დასრულდა ანგარიშით 2:1.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით