ვაისი: "აქ სამი ქულის მოსაპოვებლად ჩამოვედით"

15-10-2019, 21:54

დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას სტუმრად გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს. მატჩის წინა პრესკომფერენციაზე ვლაიმერ ვაისმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ადვილი თამაში არ იქნება, რადგან მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლით მატჩში პირველად ვიქნებით ფავორიტის რანგში. ამასთან ერთად, გიბრალტარის ნაკრებსაც სურს აჩვენოს ხარისხი და გოლი გაიტანოს. ამიტომ არ იქნება იოლი თამაში. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვიმოძრავებთ მოედანზე და როგორ ვიქნებით ტაქტიკურად მომზადებული კონკრეტულად ამ მატჩისთვის".

"შეტევაში უკეთ უნდა ვიმოქმედოთ ვიდრე გასულ შეხვედრებში. დანიისა და ირლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ფრედ ვითამაშეთ, მაგრამ გიბრალტართან გოლი აუცილებლად უნდა გავიტანოთ და სამი ქულა მოვიპოვოთ",- განაცხადა ეროვნული ნაკრების თავკაცმა.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით