ვაკო ყაზაიშვილი: "ჩვენთვის მთავარი ჩვენი გულშემატკივარია"

15-10-2019, 19:17

გიბრალტარის ეროვნულ ნაკრებთან გასამართ მატჩამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"გასულ შეხვედრებში დაცვაში კარგად ვმოქმედებდით, მაგრამ შეტევაში აგრესია გვაკლდა. ჩემი აზრით, პირველ რიგში ეს კომპონენტი უნდა გავაუმჯობესოთ და ხვალინდელ შეხვედრაში შექმნილი მომენტები მაქსიმალურად გამოვიყენოთ".

"საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ორი შეხვედრაა დარჩენილი, ამ გუნდის წინააღმდეგ ერთხელ უკვე ვითამაშეთ და ხვალინდელ მატჩშიც გამარჯვება იქნება მთავარი მიზანი. ჩვენი, თითოეული ფეხბურთელის სურვილია, რომ გულშემატკივრები გავახაროთ და მატჩი სასურველი შედეგით დასრულდეს",- განაცხადა ვაკომ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით