უმტიტი დასაბრუნებლად მზადაა

15-10-2019, 22:31

კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი დასაბრუნებლად მზადაა.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელმა დაზიანება სრულად მოირჩინა და ის ლა ლიგის მომავალ ტურში განაცხადში იქნება.

მოგეხსენებათ, უმტიტიმ დაზიანება პრე-სეზონის პერიოდში მიიღო და მის შემდგომ მინდორზე დაბრუნება ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ უმტიტი "ბარსელონას" ღირსებას 2016 წლიდან იცავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით