რა უთხრა ტუხელმა ნეიმარს?!

15-10-2019, 22:36

გასული სატრანსფერო ფანჯრის მთავარი აჟიოტაჟი ნეიმარ ჯუნიორის ირგვლივ იყო ატეხილი, რომელიც საბოლოოდ საფრანგეთის დედაქალაქში დარჩა.

"პსჟს" მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა პრესასთან გაამხილა, თუ რა უთხრა მან ტრანსფერის ჩაშლის შემდგომ ბრაზილიელ ფეხბურთელს.

"ზაფხულის შემდგომ მე მას პირადად ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ზოგჯერ ცხოვრებაში ისეთი რამეები ხდება, რაც არ გსურს. თუმცა, უნდა გაუმკლავდე წინააღმდეგობებს."

"ნათელია, რომ მას აქ დარჩენა არ სურდა. თუმცა, ახლა სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი." - აცხადებს ტუხელი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით