ვერატი: "ბარსელონაში გადასვლასთან ახლოს ვიყავი"

15-10-2019, 22:42

ფრანგული "პსჟს" იტალიელმა ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ კატალონიის "ბარსელონაში" ჩაშლილი ტრანსფერი გაიხსენა.

"2016 წელს კატალონიელებმა აქტიურად დაიწყეს ჩემს ტრანსფერზე მუშაობა და მეც ძალიან ახლოს ვიყავი ესპანეთში გადაბარგებასთან."

"საბოლოოდ კლუბები სატრანსფერო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც კვლავ პარიზში დავრჩი. სიმართლე გითხრათ, ახლა ამას არ ვნანობ." - აცხადებს ვერატი.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი ნახევარმცველი "პსჟს" ღირსებას 2012 წლიდან იცავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით