ოფიციალურად: "ტოტენჰემმა" ყოფილი მეკარე დაიმატა

15-10-2019, 22:47

ლონდონის "ტოტენჰემმა" ყოფილი მეკარე, მიკელ ვორმი დაიბრუნა.

მოგეხსენებათ, "დეზების" რიგებში ტრავმიანობაა. პირველი კიპერი, უგო ლორისი დაზიანებულია და დიდი ხნის მანძილზე ვერ დაუბრუნდება გუნდს.

გუნდის მესვეურებმა კი გაზანიგას შემცვლელი თავისუფალ ბაზარზე მოძებნა და 35 წლის ჰოლანდიელი მეკარე დაიმატა.

შეგახსენებთ, რომ ვორმი "ტოტენჰემის" ღირსებას 2014 წლიდან გასული სეზონის დასრულებამდე იცავდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით