"პსჟ" მბაპესთან კონტრაქტს ახანგრძლივებს

16-10-2019, 01:45

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი", გუნდის ვარსკვლავთან, კილიან მბაპესთან ერთად, კონტრაქტის გახანგრძლივებას უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 წლის ფეხბურთელის მამამ, რომელიც მისი აგენტის ფუნქციებს ითავსებს, პარიზულ გრანდთან ახალი ხელშეკრულების შესასებ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ცნობების მიხედვით, მთავარი საკითხი ახლა მბაპეს ანაზღაურებაა, მას კვირაში 450 000 ევრო სურს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით