"იუვენტუსი" ერიქსენის სანაცვლოდ რაბიოს გაასხვისებს

16-10-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სარიმ, მისი მომდევნო სატრანსფერო სამიზნე უკვე ამოარჩია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერია ა-ს ჩემპიონთა ხელმძღვანელობა ბოლო დროს ყველაზე მეტად, ლონდონის "ტოტენჰემის" დანიელი ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის ტრანსფერით დაინტერესდა.

ცნობების მიხედვით, იტალიელები მზად არიან 27 წლის შუახაზელის სანაცვლოდ, ინგლისურ გრანდს ანდრე რაბიო შესთავაზონ.

შეგახსენებთ, რაბიო "იუვენტუსის" რიგებს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, უფასო ტრანსფერით შუერთდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით