"მილანმა" კიდევ ერთი უცნაური სატრანსფერო სამიზნე მონახა !

16-10-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, იტალიური "მილანის" ხელმძღვანელობამ, კიდევ ერთი უცნაური სატრანსფერო სამიზნე მონახა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "როსონერის" დირექტორთა საბჭო ბოლო დროს ყველაზე მეტად, ლონდონის "არსენალის" ეგვიპტელი ნახევარმცველის, მოჰამედ ელნენის შეძენით დაინტერესდნენ.

ცნობების მიხედვით, მილანელები მზად არიან 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, 25 მილიონი ევრო გაიმეტონ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე იჯარის წესით, ამჟამად თურქულ "ბეშიქთაშში" იმყოფება.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით