"ინტერი" ოლივიე ჟირუთი დაინტერესდა !

16-10-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი, იტალიელი ანტონიო კონტე, სათადარიგოს შემტევის ძებნის საქმეს კვლავ განაგრძობს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნერაძურის' ინტერესი ბოლო დროს ყველაზე მეტად, ლონდონის "ჩელსის" ფრანგმა თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ მიიპყრო.

ცნობების მიხედვით, მილანელები მზად არიან 33 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, 12 მილიონი გირვანქა გაიმეტონ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის "არისტოკრატებთან" კონტრაქტი, მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება.  



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით