მოდრიჩ "ელ კლასიკოში" მონაწილეობას ვერ მიიღებს

16-10-2019, 13:47

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca იტყობინება მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი "ბარსელონასთან" გასამართ მატჩს გამოტოვებს.

ლუკამ ხორვატიის ნაკრების შემადგენლობაში, ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში, უელსის წინააღმდეგ (1:1), კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც რამდენიმე შეხვედრის, მათ შორის, კლასიკოს გამოტოვება მოუწევს.

წყაროს ცნობით, მოდრიჩი ვერ ითამაშებს პრიმერას მატჩში "მალიორკასთან",  ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში "გალათასარაისთან" და ასევე "კლასიკოში" "ბარსელონასთან".

კლასიკო პრიმერას მე-10 ტურში, 26 ოქტომბერს "კამპ ნოუზე" გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით