სილვანო მარტინა: "ჯიჯი თამაშს 44 წლამდე შეძლებს"

16-10-2019, 14:38

ჯანლუიჯი ბუფონის აგენტმა სილვანო მარტინამ იტალიური მედიის წარმომადგენლებთან თავისი კლიენტის კარიერის დასასრულის შესახებ ესაუბრა.

"ვფიქრობ, ჯიჯიმ ტურინში დაბრუნებით ძალიან სწორი არჩევანი გააკეთა. ჯერ კიდევ კონკურენტუნარიანი ფეხბურთელია, ძლიერია, მიუხედავად იმისა, რომ იანვარში 42 წლის გახდება. ვფიქრობ, მიმდინარე სეზონში საკმარისად მიეცემა თამაშის საშუალება და რაც მთავარია, კარგად ითამაშებს".

"მომავალი არ ვიცი, მაგრამ თამაში მომდევნო ორი წელი კიდევ შეუძლია, 44 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ კი, ვურჩევდი, რომ მწვრთნელი გახდეს. ყველაფრის გაკეთება შეუძლი", - აღნიშნა მარტინამ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით