დანი ალვეში: "პარიზში დიდი სტერსი გადავიტანე"

16-10-2019, 15:12

ფრანგული "არი სენ-ჟერმენის" ყოფილმა მცველმა დანი ალვეშმა მედიის წარმომადგენლებთან რასიზმის პრობლემის შესახებ განცხადება გააკეთა.

"ვაღაიერებ, რომ პარიზი არ მომწონს, იქ დიდი სტრესის გადატანა გიწევს. თუ ამ ქალაქში სამოგზაუროდ ერთი კვირით ჩადიხარ, ცხოვრებისეულ გამოცდილებას იღებ, მაგრამ თუ დიდი დროის გატარებას აპირებ, მაშინ იღლები. პარიზი სან პაულუს მაგონებს, მაგრამ იქ ბევრი რასისტია, ძალიან ბევრი. ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს, მაგრამ მესმოდა, რას ეუბნებოდნენ ისინი ჩემს მეგობრებს".

"ბარსელონასა და სევილიაში პირიქითაა, ხალხი ბრაზილილებს ჰგავს. ისინი მხიარულები და ენერგიულები არიან, ასეთი ადამიანები მიყვარს", - განაცხადა დანი ალვეშმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით