საქართველოს ნაკრები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდა

16-10-2019, 14:35

გუშინ ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდა.

ახალგაზრდა "ჯვაროსნებს" ელიტ რაუნდში თამაშის უფლება უკვე მოპოვებული ჰქონდათ. ხსენებულ მატჩში კი ჯგუფის პირველადგილოსნის ბედი წყდებოდა და ჩვენს ნაკრებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა.

რამაზ სვანაძის მიერ დამოძღვრილმა 19-წლამდელთა ნაკრებმა ხორვატი თანატოლები დამაჯერებელი სხვაობით, ანგარიშით 2:0 დაამარცხეს ელიტ რაუნდში პირველი ადგილით შეძლეს გასვლა.

ანგარიში მე-8 წუთზე "საბურთალოს" ორვარდმა, გიორგი გულიაშვილმა გახსნა. 23-ე წუთზე კი ზურიკო დავითაშვილმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩატარდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით