მენდეში: "რონალდოს თავისი მაქსიმუმისთვის ჯერაც არ მიუღწევია"

16-10-2019, 20:34

ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელი თავდამსხმელის, კრისტიანო რონალდოს შესახებ მისმა აგენტმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ციფრები ყველაფერს ამბობენ. კრისტიანო ყოველდღე ახალ რეკორდებს ამყარებს და საოცარ შედეგებს აღწევს."

"მან ნაკრებთან ერთად სამი ფინალი ითამაშა, საიდანაც ორი მოიგო. გარდა ამისა უკვე 700 გოლი გაიტანა და პელეს რეკორდთანაც ახლოსაა."

"მოხსნის თუ არა პელეს რეკორდს? ამაში დარწმუნებული ვარ. რონალდოს ჯერაც არ მიუღწევია თავისი მაქსიმუმისთვის." - აცხადებს მენდეში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით