"ელ კლასიკო" ჩაშლის პირასაა

16-10-2019, 20:41

მომავალ კვირაში გასამართი დაპირისპირება კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალს" შორის შესაძლოა ჩაიშალოს.

მოგეხსენებათ, ამჟამად კატალონიაში მძიმე პოლიტიკური ვითარებაა შექმნილი. მიზეზი კი სეპარატისტების ცხრა ლიდერის დაკავებაა.

მოსახლეობა მათ გათავისუფლებას ითხოვს და ხალხიც ქუჩაშია გამოსული. შესაბამისად, არსებობს საშიშროება იმისა, რომ ბარსელონაში ჩასულ ფეხბურთელებსა და ქომაგების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია "ელ კლასიკოს" გადადებას განიხილავს. გარდა ამისა, არსებობს შანსი იმისა, რომ სეზონის პირველი "კლასიკო" კატალონიის ნაცვლად მადრიდში ჩატარდეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით