"მილანი" ზამთრისთვის სერიოზულ ტრანსფერს გეგმავს

16-10-2019, 20:42

ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მილანი" კატალონიის "ბარსელონას"  ნახევარმცველის შეძენით სერიოზულად დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანელები" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ნახევარდაცვის გაძლიერებას, კატალონიური გრანდიდან, ივან რაკიტიჩის დამატებით გეგმავენ.

როგორც ცნობილია, სათამაშო დროის სიმცირის გამო თავად ხორვატი ნახევარმცველიც მზადაა კლუბის დატოვებისთვის.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ხორვატმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში "ბარსელონას" მაისურით 50 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 5 გატანილი გოლით და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით