ლუკა მოდრიჩი ტრავმირებულია

16-10-2019, 22:03

როგორც იცით სანაკრებო პაუზის დროს, მადრიდის "რეალისა" და ხორვათიის ათიანი ლუკა მოდრიჩი დაშავდა.

ხორვატმა ნახევარმცველმა, დაზიანება უელსთან დაპირისპირებისას მიიღო და მოედანი მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა.

დღეს ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ marca-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლუკა მოდრიჩი უახლოეს რამდენიმე შეხვედრას გამოტოვებს.

დიდი ალბათობით ხორვატი ვერც "ბარსელონას" წინააღმდეგ მოახერხებს თამაშს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ელ კლასიკო 26 ოქტომბრეს გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით