"მანჩესტერს" დერბის წინ ლიდერები გამოაკლდნენ

16-10-2019, 23:47

მერსისაიდულ "ლივერპულთან" ჩასატარებელ პრინციპულ მატჩამდე მცირე ხნით ადრე მანჩესტერ "იუნაიტედს" ერთბაშად ორი ლიდერი გამოაკლდა.

"წითელ ეშმაკებს" კვირას დავიდ დე ხეა და პოლ პოგბა ვერ დაეხმარებიან. ესპანელმა კიპერმა დაზიანება სანაკრებო პაუზის დროს მიიღო. ფრანგ ნახევარმცველს კი ეროვნულ გუნდში საერთოდაც არ უთამაშია ტრავმის გამო.

ზემოხსენებული მოთამაშეების გამოკლება "მანჩესტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნა სოლსკიაერმაც დაადასტურა.

"დავიდს გამოკვლევები დასჭირდება. ის კვირას ვერ დაგვეხმარება. რაც შეეხება პოგბას, ჯერ-ჯერობით ზუსტ პასუხს ვერ გეტყვით." - აცხადებს სოლსკიაერი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით