ოფიციალურად: ლა ლიგამ "ელ კლასიკოს" მადრიდში ჩატარება მოითხოვა !

17-10-2019, 01:37

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლა ლიგამ, ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციის, ოქტომბერში გასამართი "ელ კლასიკოს" მადრიდში გადატანა სთხოვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის აეროპორტის მომუშავე პერსონალი გაფიცულია, რის გამოც მატჩის "კამპ ნოუზე" ჩატარება, თითქმის შეუძლებელი გახდა.

ცნობები მიხედვით, თუ "რეალი" ორთაბრძოლის "ბერნაბეუზე" გამართვას უარით გაისტუმრებს, მაშინ გრანდებს შორის დაპირისპირება დეკემბრამდე გადავადდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული შეხვედრა, 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 16:00 საათზეა დაგეგმილი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით