"ჩელსიმ" კანტეს სანაცვლოდ თანხა დაასახელა !

17-10-2019, 01:42

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსი" მზადაა ფრანგი ნახევარმცველის, ნ'გოლო კანტეს გასხვისების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისურმა გრანდმა 28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ თანხა დაასახელა, რომელიც ამჟამად 86 მილიონ გირვანქას შეადგენს.

ცნობების მიხედვით, კანტეს ღირებულება მისი პერფორმანსების მიხედვით შესაძლოა გაიზარდოს კიდევაც.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენით ყველაზე მეტად, მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით