კოუტინიო შესაძლოა "ლივერპულში" დაბრუნდეს !

17-10-2019, 01:46

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" მფლობელობაში მყოფი ბრაზილიელი ნახევარმცველი, ფელიპე კოუტინიო, შესაძლოა პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის ფეხბურთელს ჯერაც არ გადაუწყვეტია დატოვოს თუ არა ესპანეთის გრანდის რიგები, თუმცა მზადაა სხვა გუნდების შემოთავაზებები განიხილოს.

ცნობების მიხედვით, კოუტინიოს ყველაზე მეტად, მერსესაიდულ "ლივერპულში" ტრანსფერი სურს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე ამჟამად იჯარის წესით, მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში იმყოფება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით