"რეალმა" პოგბას ტრანსფერზე უარი თქვა !

17-10-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალმა", "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას ტრანსფერზე უარი თქვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური გრანდის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი მზადაა სატრანსფერო ბაზარზე ვაჭრობის სანაცვლოდ, შუახაზის ვაკანტური ადგილი, აკადემიაში აღზრდილი მოთამაშით შეავსოს.

ცნობების მიხედვით, "რეალში" მოდრიჩის შემცვლელად ახლა ყველაზე მეტად, 21 წლის ფედერიკო ვალვერდეს მოიაზრებენ.

შეგახსენებთ, რომ პოგბას გადაბირებით ამასთან ერთად, ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით