რატომ ვერ შეიძინა "მილანმა" დანი სებალიოსი ?!

17-10-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, გასაჯაროვდა მიზეზი იმისა თუ რატომ ვერ მოახერხა იტალიურმა "მილანმა", ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, დანი სებალიოსის შეძენა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "როსონერიმ" მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა შუახაზელში ინტერესი, ფინანსების გამო დაკარგა და მისი საიჯარო თანხის გადახდაზე უარი განაცხადა.

ცნობების მიხედვით, მილანელებს არც მოთამაშის კვირეული ანაზღაურების ოდენობა მოსწონდათ.

შეგახსენებთ, რომ სებალიოსი ამჟამად იჯარის წესით, ლონდონის "არსენალის" რიგებში იმყოფება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით