პოჩეტინო: "ზამთარში არავის დავიმატებთ"

17-10-2019, 20:33

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ კლუბის სატრანსფერო გეგმების შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"სიმართლე გითხრათ, არ ვფიქრობ, რომ იანვარში ჩვენ ვინმეს ვიყიდით ან გავყიდით. მჯერა იმ ფეხბურთელების, რომლებიც გუნდში ახლა მყავს. ვიცი, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჩვენ ცვლილებები გვჭირდება, მაგრამ, თუ გადაწყვეტილების მიღება ჩემზე იქნება დამოკიდეუბლი, მირჩევნია, ამ მოთამაშეებს დავეყრდნო".

"ჩემს ფეხბურთელებს 200%-ით ვენდობი. დარწმუნებული ვარ, რომ მათ აქვთ პოტენციალი, ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდნენ. ჩვენთვის ახლა მთავარი ერთად დგომა და პრობლემებზე საუბარია" - განაცხადა პოჩეტინომ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით