საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

17-10-2019, 19:07

ყველაზე პოპულარული და ცნობილი გერმანული სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტო - Transfermarkt, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შესაძლებლობებს  31.68 მილიონ ევროდ აფასებს.

აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდის ჯამური ფასი 3 მილიონით კვლავ შემცირდა, რადგან რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ნაკრების ფასის გრაფაში 34.70 მილიონი ევრო იყო მითითებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს წლის ბოლომდე 2 მატჩი კვლავ ელის, რაც  სავარაუდოდ, ცვლილებებს კვლავ გამოიწვევს. ჩვენი გუნდი 15 ნოემბერს, შვეიცარიას სტუმრად დაუპირისპირდება. ეს ევრო 2020 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩი იქნება.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, 4 დღეში ჩვენი გუნდი წლის  ბოლო მატჩს  მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს. ხორვატიისა და საქართველოს ნაკრებების ამხანაგური მატჩი 19 ნოემბერს შედგება.



  • egan
  • 25 ოქტომბერი 2019 12:10
რადგან რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ნაკრების ფასის გრაფაში 34.70 მილიონი ევრო იყო მითითებული. free game basketball legends.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით