მესი: "ვან დიკის გაცდენა სწორედ ამიტომაა ურთულესი"

17-10-2019, 22:54

კატალონიის "ბარსელონას" ლიდერმა, ლიონელ მესიმ ვირჯილ ვან დიკის შესახებ ისაუბრა.

"ვან დიკი იმ ტიპის მცველებს განეკუთვნება, რომელმაც ზუსტად იცის დროის შერჩევა. ის ხელსაყრელ მომენტს ელოდება."

"ის ძალიან მაღალი და მძიმეა, თუმცა, ამის მიუხედავად კარგად იყენებს სისწრაფესაც, რაც თავდამსხმელს საქმეს ერთი-ორად ურთულებს."

"გარდა ამისა, ვან დიკმა კარგად იცის თავდამსხმელების მოძრაობები და მათ შესაბამისად უდგება." - აცხადებს მესი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით