ვალვერდე ლა ლიგას "კლასიკოს" არ გადადებისკენ მოუწოდებს

17-10-2019, 23:00

მოგეხსენებათ, კატალონიაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო არსებობს საშიშროება იმისა, რომ სეზონის პირველი "ელ კლასიკო" ჩაიშალოს.

აღნიშნულ თემაზე კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ისაუბრა.

"ამ თამაშის ირგვლივ დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. ზოგი ამბობს, რომ ის მადრიდში უნდა ჩატარდეს, რასაც არ ვეთანხმები."

"ჩვენ ამ კვირაში გასვლითი თამაში გვიწევს, რასაც ლიგაზე კვლავ სტუმრობა მოჰყვება. მორიგი საგარეო თამაში გუნდს უბრალოდ გამოფიტავს." - აცხადებს ვალვერდე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით