"ჩელსის" სამწვრთნელო შტაბს კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი შეუერთდა !

18-10-2019, 02:01

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსის" სამწვრთნელო შტაბს, გუნდის კიდევ ერთი ლეგენდარული ფეხბურთელი შეუერთდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისელი სპეციალისტის, ფრენკ ლამპარდის თანაშემწე ამიერიდან "არისტოკრატთა" ყოფილი მარჯვენა მცველი, ეშლი კოული იქნება.

ცნობების მიხედვით, კოულს დაცვითი ტაქტიკების მომზადება დაევალება.

შეგახსენებთ, რომ ლამპარდი ლონდონელთა თავკაცის პოზიციას, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრიდან იკავებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით