პოჩეტინო: "იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობას არ ვგეგმავთ"

18-10-2019, 02:06

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, არგენტინელი სპეციალისტი, მაურისიო პოჩეტინო, მისი გუნდის მდგომარეობაზე საუბრობს:

"გასულ სეზონში ერთი ტრანსფერიც კი არ განგვიხორციელებია და ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე გაღწევა მოვახერხეთ, ამიტომაც საკმარისზე მეტი მიზეზი მაქვს იმისთვის, რომ ჩემს ფეხბურთელებს ვენდო."

"სწორედ ამ მიზეზით, იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში აქტიურობას არ ვგეგმავთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გრანდი პრემიერ ლიგის ცხრილში, ამჟამად მე-9 ადგილზე იმყოფება 11 ქულით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით