"იუნაიტედს" კროოსი სურს !

18-10-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედმა", მადრიდის "რეალს", პოლ პოგბას სანაცვლოდ ერთი ულტიმატუმი წაუყენა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური გრანდის ხელმძღვანელობამ, ფრანგი ნახევარმცველის ტრანსფერზე თანხმობისთვის, "რეალიდან" გერმანელი შუახაზელი, ტონი კროოსი მოითხოვა.

ცნობების მიხედვით, 29 წლის ფეხბურთელი ინგლისში გადაბარგებაზე უკვე დიდი ხანია ფიქრობს.

შეგახსენებთ, რომ კროოსის შეძენით ამასთან ერთად, მილანის "ინტერია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით