"ტოტენჰემმა" ერიქსენის შემცვლელს "რეალში" მიაგნო !

18-10-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ტოტენჰემმა", დანიელი ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის პოტენციურ შემცვლელს მიაგნო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური გრანდის ხელმძღვანელობის სატრანსფერო რადარზე ბოლო დროს, მადრიდის "რეალის" ესპანელი შუახაზელი, ისკო ალარკონი გამოჩნდა.

ცნობების მიხედვით, 27 წლის ფეხბურთელმა "ტოტენჰემში" გადაბარგებაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ერიქსენის გადაბირება ყველაზე მეტად, სწორედ "ლოს ბლანკოსს" სურს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით