ბრენდან როჯერსი: "მედისონი "იუნაიტედში" ? ეს სრული სიცრუეა"

18-10-2019, 13:08

ინგლისური "ლესტერის" მთავარი მწვრთნელი, ირლანდიელი სპეციალისტი, ბრენდან როჯერსი, გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველზე, ჯეიმს მედისონზე საუბრობს:

"რა თქმა უნდა მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ ჯეიმსის მომავლის შესახებ ჩემამდეც მოაღწია, ამიტომაც ერთ რამეს გეტყვით, მისი "იუნაიტედში" ტრანსფერის შესახებ ცნობები სრული სიცრუეა."

"მედისონი ჩვენი კლუბის ხერხემალია, რომლის დათმობასაც უახლოესს მომავალში არ ვგეგმავთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა 22 წლის ფეხბურთელმა, მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში უკვე მოახერხა 2 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით