"ელ კლასიკო" ოფიციალურად გადაიდო

18-10-2019, 12:54

კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალს" შორის 26 ოქტომბერს გასამართი შეხვედრა ოფიციალურად გადაიდო.

მოგეხსენებათ, ამჟამად კატალონიაში მძიმე პოლიტიკური ვითარებაა შექმნილი. შესაბამისად, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ სეზონის პირველი "ელ კლასიკოს" გადადების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება აღნიშნული შეხვედრა. დიდი ალბათობით, ახალი თარიღი 4 და 18 დეკემბრებს შორის გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ვითარება სეპარატისტი ლიდერების დაკავებისა და მათთვის პატიმრობის შეფარდების შემდგომ დაიძაბა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით